ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე 3 სამედიცინო პუნქტი და სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი განთავსდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით დოკუმენტს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ და სადაზღვევო კომპანია „არდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ჯაფარიძემ მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ფარგლებში, მუსიკალური ფესტივალის სტუმრებისთვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიწოდება იქნება უზრუნველყოფილი.
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი დღეს გაიხსნება. სამედიცინო პუნქტები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები ადგილზე ფესტივალის განმავლობაში იქნება განთავსებული.
კომენტარები