ანაკლიის სანაპიროზე მიმდინარე ფესტივალის მონაწილე ახალგაზრდა, რომელიც გარდაიცვალა, სამტრედიაში, საკუთარ სახლში გადაასვენეს. ცხედრის ექსპერტიზა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ანაკლიაში დაღუპული 21 წლის გიორგი ნიშნიანიძის ახლობლები ამბობენ, რომ ის მუსიკალურ ფესტივალზე რამდენიმე დღის წინ მეგობრებთან ერთად წავიდა. დღეს დილით კი მისი გარდაცვალების შესახებ გაიგეს. მომხდარის ზუსტი მიზეზი მათთვის უცნობია.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დამატებითი ინფორმაციის მიღებას ელოდებიან, კონკრეტულად რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.
არსებული ინფორმაციით, 21 წლის ახალგაზრდის მეგობრები სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს.
კომენტარები