ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან სასწრაფო-დახმარების ეკიპაჟს 16-მა პირმა მიმართა.
გამოძახებები გუშინ, 25 აგვისტოს და დღეს დილით დაფიქსირდა.
მათივე ინფორმაციით, გუშინ, აღნიშნული პირებიდან 5 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, დანარჩენებს კი სამედიცინო მომსახურება ადგილზე გაეწიათ.
ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოდან 3 პაციენტი გუშინვე გაეწერა, 2 მათგანი კი ისევ სტაციონარში რჩება და სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გაეწერებიან.
„ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 5 ეკიპაჟი, 2 რეანომობილი, გახსნილია 3 სამედიცინო პუნტი, ასევე 5 პირველადი სამედიცინო დახმარების ქვეითი ჯგუფია მობილიზებული, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას უზრუნველყოფენ“, – აღნიშნეს ჯანდაცვის სამინისტროში.
ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, არ აქვთ ინფორმაცია, კონკრეტულად რის გამო დასჭირდათ ფესტივალის მონაწილეებს სამედიცინო დახმარება.
ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალის 16 მონაწილეს ექიმის დახმარება დასჭირდა, მათ შორის 5 საავადმყოფოში გადაიყვანეს
2018/08/26 15:03:12

ნანახია: 839 ჯერ