მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსჯავრდებულები და ბრალდებულები ამანათებს შეუფერხებლად მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
ამანათებს მიიღებს ყველა პენიტენციური დაწესებულება დღეს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე, 28 აგვისტოს დილის 10:00 საათიდან დღის 13:00 საათამდე.
28 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მარიამობას ანუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს.
კომენტარები
