თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს წინ ავტოსადგომი გაუქმდება. ამ წინადადებით თბილისის საკრებულომ მერიას მიმართა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის თქმით, პარკინგი ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებდა და საკრებულოს ისტორიული შენობისა და თავად მოედნის ესთეტიურ სახეს ლახავდა.
თბილისის საკრებულომ სამ ადგილზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის საკითხს მხარი 4 მაისს დაუჭირა, მერიამ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა, თუმცა არცერთი კომპანია არ დაინტერესებულა და არ გაუკეთებია განაცხადი. მოგვიანებით თბილისის მერმა თქვა, რომ მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის მსურველებს მიწის ნაკვეთი იჯარის ნაცვლად საკუთრებაში 1 ლარად გადაეცემათ.
კომენტარები