პროკურორ ფრანსუა მოლენის თქმით, მუჰამედ ბუჰლელს, რომელმაც ნიცაში ბასტილიის აღების დღეს თავდასხმა განახორციელა, ხუთი თანამზრახველი ჰყავდა.
“14 ივლისიდან დაწყებულმა გამოძიებამ დაადასტურა არა მხოლოს ის, რომ მუჰამედ ბუჰლელი განზრახ მოქმედებდა, არამედ ისიც, რომ მას მხარდამჭერები და თანამზრახველები ჰყავდა”, – განაცხადა ფრანსუა მოლენმა.
საფრანგეთის სასამართლოს წინაშე წარდგებიან ნიცას ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი ოთხი მამაკაცი და ერთი ქალი, რომელთა ასაკი 22-დან 40-წლამდეა. მათ შორის არის ალბანელი წყვილი, რომელმაც, გამოძიების მტკიცებით, ბუჰლელი იარაღით მოამარაგა.
კიდევ ერთი ეჭვმიტანილი 22 წლის მამაკაცია, რომელსაც თავდასხმის ღამეს ტელეფონით ბუჰლელთან მიმოწერა ჰქონდა.
კომენტარები