“რეფორმატორების” აღმასრულებელი მდივანი ნინო ჩარკვიანი პარტიის დაშლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
“მსურს გამოვეხმაურო საინფორმაციო სააგენტო “თაიმერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პარტია „რეფორმატორების“ დაშლასთან დაკავშირებით.
პოლიტიკური გაერთიანება, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, მუდმივად საჭიროებს განახლებას და განვითარებას. შესაბამისად, პარტიაში გარდაუვალი ცვლილებების აუცილებლობის საკითხი დადგა, რამაც გადაწყვეტილების მიმღებ პირთა შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. რებრენდინგი რა თქმა უნდა, არ ცვლის პარტიის გაცხადებულ პოლიტიკურ კურსს და იდეოლოგიას. „რეფორმატორები“ იყო და ყოველთვის დარჩება დასავლური და ევროპული ღირებულებების მატარებებელ პარტიად.
უახლოეს დღეებში, პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც რიგგარეშე ყრილობის ჩატარების საკითხი გადაწყდება.
რაც შეეხება პარტიის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად თუ ბლოკის სახით მონაწილეობას, ცალსახად შემიძლია განვაცხადო, რომ „რეფორმატორებში“ გადაწყვეტილებების მიღება ერთპიროვნულად არ მოხდება და ეს საკითხი, პარტიის წესდების მიხედვით, გადაწყდება გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე.
პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის აუცილებლად გახდება ცნობილი”, – აღნიშნულია ჩარკვიანის განცხადებაში.
ნინო ჩარკვიანი “რეფორმატორების” დაშლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
2016/05/10 19:56:33
კომენტარები
ნანახია: 2228 ჯერ