“არ მინდა, პრემიერი მძიმე მდგომარეობაში ჩავაყენო“ – ამის შესახებ ქართული ოცნების წევრმა თამაზ მეჭიაურმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა. უმრავლესობის წევრმა გადაცემის პირდაპირ ეთერში დასავლურ ორიენტაციასთან დაკავშირებით, საკუთარ დამოკიდებულებასა და “რესპუბლიკელებთან” დაპირისპირებაზე ისაუბრა.
“არ ვიცი, პოლიტსაბჭოს ვინ ატარებს ან როდის ატარებენ. რაც შეეხება ჩვენს შორის დაპირისპირებას, ეს უნდა გადაწყვიტოს პრემიერმა და უნდა აირჩიოს. თუმცა, ამ შემთხვევაში არ მინდა, პრემიერი ჩავაყენო მძიმე მდგომარეობაში და კონსულტაციების შემდეგ შეიძლება, მივიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მას ამ დილემის წინაშე არ დატოვებს,“ – განაცხადა მეჭიაურმა.
კომენტარები