აშშ-ს პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჰილარი კლინტონი პირველი დებატების წინ, პოპულარობით, რესპუბლიკელ კანდიდატს დონალდ ტრამპს 2 %-ით უსწრებს. ამას მოწმობს ტელეკომპანია „ეი-ბი-სი“-სა და „ვაშინგტონ პოსტის“ ერთობლივი გამოკითხვები.
შედეგებმა აჩვენა, რომ 46 % ხმას კლინტონს მისცემდა, 44 % – ტრამპს.
გამოკითხულებისგან ასევე, აინტერესებდათ, ვინ გაიმარჯვებს დებადეტებისას. 47 %-ის აზრით, გამარჯვებული ჰილარი კლინტონი იქნება, 33 % კი გამარჯვებას ტრამპს უწინასწარმეტველებს.
კომენტარები