ეცდებიან შემდეგი ორ-ნახევარი კვირის განმავლობაში, ემოციური ფონი დაამძიმონ, თუმცა ჩვენც ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ მათ ამის საშუალება არ მივცეთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.
მისი თქმით, მათ არ უნდა მივცეთ ასეთი პროვოკაციას მოწყობის საშუალება.
„დაიწყეს რაღაც გაუგებარი ჩანაწერების გამოქვეყნება, ნახეს, რომ აქაც ვერ გამოიწვიეს საზოგადოების დიდი ინტერესი და დღეს ხდება უკვე ასეთი პროვოკაციული ინციდენტი. ეცდებიან შემდეგი ორ-ნახევარი კვირის განმავლობაში, ემოციური ფონი დაამძიმონ, თუმცა ჩვენც ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ მათ ამის საშუალება არ მივცეთ. აქედან გამომდინარე ყველა ადამიანს, მოქალაქეს, ჩვენი შტაბის წევრებსა და ა.შ. ყველას მოვუწოდებ, არ აყვნენ თუნდაც ისეთ უმძიმეს პროვოკაციებს, რაც ჩვენ „მთავარი არხის“ შესრულებით ვიხილეთ, არ აყვნენ და არანაირი რეაგირება ამაზე არ ჰქონდეთ. ეს იქნება ყველაზე სწორი პასუხი ამ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ერთადერთი რამ აინტერესებთ, ეს არის არეულობის შემოტანა საარჩევნო პროცესში, პოლიტიკურ პროცესში და ზოგადად ქვეყანაში. ესენი არიან არეულობის პარტია. მათ არ უნდა მივცეთ ასეთი პროვოკაციას მოწყობის საშუალება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.