ჟურნალისტი თათია ზუხბაია სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და ბათუმში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიას ეხმაურება.
„მამის ღრიალმა ზეცამდე ვერ მიაღწია.. ოთხჯერ გაჩერდა იმ დედის გული, რომლის შვილები, სიკვდილის ჩიტებმა წაიყვანეს.
საბედისწერო გადაწყვეტილების მიმღები და თანამონაწილე პირები, რომლებიც აუცილებლად უნდა დავსაჯოთ, იმისთვის რაც ალბათ მათაც არ უნდოდათ ასე არ წარმოედგინათ… .
და იქნებ დასასჯელებს შორის, დილას ოჯახიდან გამოსული ის მუშაც არის დაკოჭრილი ხელებით.. ახლა სახლში მშიერი შვილები რომ ელოდებიან….
სასჯელი გამართლებულია, არადა ვერცერთი საკანი ვერ დაამძიმებს იმ მორალურ ტვირთს რაც ახლა ისედაც მათ კისერზეა…
ისიც არ ვიცი ამას რატომ ვწერ…
რა საზარელი დღეა..
ძალიან ვწუხვარ“- წერს თათია ზუხბაია.
კომენტარები