ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე მიხეილ სააკაშვილსა და მისი გარემოცვის შესახებ პოსტს აქვეყნებს. ანჯაფარიძის თქმით სრული ლუსტრაცია მიდის მათი, ვინც მზადაა სააკაშვილის გამო ზნეობრივ ნორმებს გადაუხვიოს.
„სრული ლუსტრაცია მიდის – დღეს უკვე კარგად ჩანს, ვინ არის წამსვლელი იმაზე, რომ მიშას ცოდვები თავის თავზე აიღოს, ვინ არის მზად სააკაშვილის გამო ზნეობრივ ნორმებსაც გადაუხვიოს. არ ვიცი, რა ამოძრავებთ, მაგრამ ეს მათი ტვირთია და ზიდონ!“, – წერს ანჯაფარიძე პირად გვერდზე.
„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას 14 ოქტომბერს გეგმავს. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას არ უერთდება.
კომენტარები