ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს:
“სააკაშვილი არის მსჯავრდებული!
მას მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა!
რამდენიც უნდა იშიმშილოს, როგორ გაუქმდება სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება?! 🤔
არ არსებობს ასეთი მექანიზმი!
საერთოდ არ არსებობს!
არსებობს მხოლოდ ორი გზა:
1. პრეზიდენტის შეწყალება, და ჩვენ უკვე ვიცით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია – არა და არასოდეს!
შესაბამისად, 2024 წლის ნოემბრამდე შეწყალების შანსი არ არის!
(სააკაშვილი რატომ ცდილობდა და ცდილობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მისი პარტიის პოზიციების გაძლიერებას, ამაზე გუშინ ვილაპარაკე “ალტ ინფოს” გადაცემაში “ალტერნატიული ხედვა”);
2. სააკაშვილმა ახლანდელი სასჯელის პირობებში პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა მოიხადოს სასჯელის 2/3, ანუ 4 წელი და დაიმსახუროს პირობით ვადამდე განთავისუფლება – ე. წ. უდო.
აბა, შიმშილობა რომ გამოსავალი იყოს, მაშინ ყველა პატიმარი იშიმშილებს და ყველა გამოუშვან!
ახლა ვინც გაიფიქრეთ, – “სააკაშვილი ყველა არ არისო”, – გიპასუხებთ:
დიახ, სააკაშვილი ყველა არ არის, სააკაშვილი მანიაკია!
სააკაშვილის საერთაშორისო წანწალი ქართულ ციხეში დასრულდა!
დიახ, სააკაშვილი დამნაშავეა, უნდა იჯდეს და იჯდება კიდეც!
დიახ, ბოლომდე მოიხდის სასჯელს!
მერე კი დეპორტაციით დატოვებს საქართველოს!’ – წერს ბონდო მძინარაშვილი.