მკვლელი, მოძალადე, კანონდამრღვევი უნდა იჯდეს ციხეში, არ აქვს მნიშვნელობა, პრეზიდენტია თუ პრემირი, – ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატი მიშა მესხი სოციალურ ქსელში წერს.
“ისე რა მაინტერესებს იცით, ეს მესამე პრეზიდენტი უკრაინაში რომ დაიჭირეს, იქ რატომ არ შიმშილობდა? თუ იქ სამართლიანათ დაკავეს? ან გუშინ რომ იყავით აქციაზე, უკრაინის საელჩოსთან 10-კაციანი მიტინგი მაინც გაგემართათ მაშინ. ააა, თუმცა უკრაინა ხო ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და ერთი მტერი გვყავს 🙂
მკვლელი, მოძალადე, კანონდამრღვევი უნდა იჯდეს ციხეში, არ აქვს მნიშვნელობა, პრეზიდენტია თუ პრემირი.
ვისაც უნდა შეურიგდეს და აპატიოს. მაგრამ მე ვერ დავივიწყებ იმ ძალადობას, შეურაცხყოფას და უკანონო დაჭერებს, რაც ჩემს მიმართ ხდებოდა“, – წერს მიშა მესხი.
კომენტარები