„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
„ამ „ჟანრს” რა ჰქვია ჟურნალისტიკაში?“, – წერს მამუკა მდინარაძე.
ტელეკომპანიის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელის ავტორიც, მისივე თქმით, საიდუმლო წყაროზე დაყრდნობით, ამტკიცებს, რომ მმართველი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ფეშენებელური რეზიდენცია აქვს, თუმცა ამას მალავს და ქონება მეუღლის მეგობრის სახელზე აქვს გაფორმებული. ტექსტს თან ერთვის მამუკა მდინარაძის კადრი.
კომენტარები