“რა გაგიკეთებია ამ ქვეყნისთვის ისეთი, რომ თავს გვამადლი? გამოზამთრებული ფრინველივით რომ დაიბუდე ამ ქვეყანაში და ბიზნესს აწარმოებ, თან არავინ გიშლის ხელს”, – ასე მიმართავს ანალიტიკოსი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში, ფადი ასლის და მის წერილს პასუხობს.
„ეს რა მაგარი ირემია, თან – ეჟვნებიანი…სადაც “ნაც-მოძრაობას” მიწოლა უნდა, მომენტალურად მზადაა, რა გაგიკეთებია ამ ქვეყნისთვის ისეთი, რომ თავს გვამადლი? გამოზამთრებული ფრინველივით რომ დაიბუდე ამ ქვეყანაში და ბიზნესს აწარმოებ, თან არავინ გიშლის ხელს და პირიქით, სარგებლობ ამ ქვეყნის ერთერთი კარგი, ბიზნესშემწყობი კანონებით, არ გინდა, რომ შეირგო? გაყინულ ბარკლებს მიხედე, ფადი, არ გაგილღვეს!”, – წერს ზურაბ ქადაგიძე “ფეისბუქის” გვერდზე.
კომენტარები