სულ უფრო რთული ხდება და კიდევ უფრო რთული გახდება ყავლგასული, აგრესიული და რევანშზე ორიენტირებული ძალების და მათი ლიდერების ირგვლივ ხალხის დიდი რაოდენობის შემოკრება – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ამის ერთერთი დასტური ამ საათებში გადაღებული ფოტოცაა.
“არ მითხრათ ახლა თავებს ითვლიო, ყველას, თუნდაც დაუძინებელი ოპონენტის უფლებას კანონიერ პროტესტზე, გაგებით ვეკიდები. თუმცა, ცხადია ერთი ტენდენცია სულ უფრო რთული ხდება და კიდევ უფრო რთული გახდება ყავლგასული, აგრესიული და რევანშზე ორიენტირებული ძალების და მათი ლიდერების ირგვლივ ხალხის დიდი რაოდენობის შემოკრება. ეს ამ საათებში გადაღებული ფოტოც ერთერთი დასტურია ამის,“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე “ფეისბუქის” გვერდზე.
კომენტარები