ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“უმარტივესი თემის გამო აჟიოტაჟია. განსაკუთრებით ყოფილი ოცნებელები აჟრიამულდნენ.
სააკაშვილს 2 საქმეზე აქვს მისჯილი. 6 წლითაა დაპატიმრებული.
7 ნოემბრის, საზღვრის კვეთის თუ ნებისმიერ სხვა თემაზე, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა რომ შეუფარდოს, მეორედ დააპატიმრებენ, თუ რას ელოდით?
დაპატიმრებულს რისთვის უნდა შეუფარდო პატიმრობა, თუ უკვე აღკვეთილი აქვს თავისუფლება?
ამას განმარტება უნდა სჭირდებოდეს ან იურიდიული განათლება სჭირდება?
ამ თემაზე ერთხელ დავწერე. ყოველ ახალ საქმეზე იქნება ახსნა საჭირო?“, – წერს ამირან სალუქვაძე.
კომენტარები