გიორგი ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“სააკაშვილმა თავზე დაგვასვა ქილერა, მასტერა, ბაჩო ახალაია და ათასი ჯურის სადისტი. სისტემური გახადა ძალადობა, განსხვავებული აზრის სასტიკად და უმკაცრესად დევნა, ციხეებში წამება და არა ადამიანური მოპყრობა. ბიზნესების და ბიზნესმენების 99 პროცენტი განიცდიდა ტერორს. ერთი ჯოინთის მოწევის გამო ადამიანები რვა წლით მიდიოდნენ ციხეში. ყველა არხის საინფორმაციო გამოშვება იყო აწყობილი ერთი და იგივე “ვიორსტკით”, რომელიც პარტიაში კეთდებოდა და შემდეგ ფაშისტი მედია მენეჯერები მას უბრალოდ სხვადასხვა არხებზე ანაწილებდნენ. ამასთან ერთად ხელისუფლების რიტორიკა იყო დამცინავი და შეურაცხმყოფელი. ადამიანის უფლებები ქვეყანაში იყო ნოლზე ქვევით და სიცოცხლის ფასი კიდევ უფრო დაბალი. თან ეს ყველაფერი კეთდებოდა დემოკრატიის, ლიბერალიზმის და პროგრესის სახელით. დღეს კიდევ გამომიხტება ვინმე და მეტყვის, თუ ცვლილებები გინდოდა 5-იანი რატომ არ შემოხაზე და თავისუფლება მიშას რატომ არ ყვირიო. გაგიჟდები კაცი.”