აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში მერაბ ღოღობერიძის დაკითხვა შეწყდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის შენობიდან ავტომობილით გამოიყვანეს და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მერაბ ღოღობერიძის მეუღლის, მალვინა ლომიძის, ცნობით, ღოღობერიძეს მაღალი ტემპერატურა აქვს და ამ დროისთვის მისი დაკითხვა შეჩერებულია.
კომენტარები
