ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ბენზინგასამართი სადგური “მაქსიმუმი” დააყაჩაღეს. ბენზინგასამართი სადგურიდან 1 300 ლარია წაღებული.
სამი ნიღბიანი სადგურში შეიჭრა, რომლებმაც თანხის წაღების შემდეგ გაქცევა მოასწრეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და თავისუფლების ექვსიდან ცხრა წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები
