ბათუმში, 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის ბრალდებით კიდევ 8 პირი დააკავეს.
დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით და 353-ე მუხლებით ედებათ, რაც მასობრივ არეულობას და პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.
11-12 მარტს, ბათუმში განვითარებულ მოვლებებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ 6 პირს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა, ერთი არასრულწლოვანი კი გუშინ 3000 ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდა.
კომენტარები
