ევროკავშირთან გაფორმებულ ახალ სავაჭრო ხელშეკრულება ტრამპის ადმინისტრაცია დიდ გამარჯვებად აღიქვამს და მრავალი თვალსაზრისით ეს მართლაც ასეა, – წერს ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.
ცუცქირიძის განცხადებით, ევროკავშირმა აღნიშნული შეთანხმებით ფაქტობრივად ვერაფერი მოიგო, გარდა ტრამპის მიერ თავდაპირველი 30%-იანი ტარიფის ცვლილებისა.
„ევროკავშირთან გაფორმებულ ახალ სავაჭრო ხელშეკრულებას ტრამპის ადმინისტრაცია დიდ გამარჯვებად აღიქვამს და მრავალი თვალსაზრისით ეს მართლაც ასეა.
წლების განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტი აკრიტიკებდა არსებულ ტარიფებს, რასაც ის ევროპის უსამართლო სავაჭრო პრაქტიკად მიიჩნევდა.
ეს კრიტიკა დაკავშირებული იყო მზარდ ევროკავშირთან, არათანაბარ სავაჭრო ტარიფებთან და შესაბამისად, მზარდ სავაჭრო დეფიციტთან. გასულ წელს აშშ-ის სავაჭრო დეფიციტმა 236 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ტრამპის მეორე, არც თუ უსაფუძვლო პრეტენზია იყო ის, რომ ევროკავშირის მკაცრი რეგულაციები ყველაფერზე, მანქანებიდან დაწყებული, ფარმაცევტული პროდუქციით გაგრძელებული და ქათმებით დამთავრებული, დაუბალანსებელი ტარიფები, ამერიკულ კომპანიებს ევროკავშირში პროდუქციის გაყიდვას ურთულებს, ვიდრე პირიქით.
დასავლური მედია იხრება თვალსაზრისისკენ. რომ ტრამპისთვის, ჯერ კიდევ გასულ კვირას იაპონიასთან მიღწეული ტარიფების შეთანხმების შემდეგ, ეს შეთანხმება კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას წარმოადგენს.
ევროკავშირთან დადებული შეთანხმება აშშ-ის მთავრობის ხაზინისთვის დაახლოებით 90 მილიარდი დოლარის (67 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) ტარიფების შემოსავლის მოლოდინს გულისხმობს – გასული წლის სავაჭრო მაჩვენებლების საფუძველზე.
შეთანხმების ფარგლებში, ევროკავშირი ასევე შეიძენს ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების აშშ-ის ენერგეტიკულ პროდუქტებსა და იარაღს, მაშინ როდესაც რუსეთიდან გაზს ყიდულობდა ევროპა 4 დოლარად, აშშ დან უნდა იყიდოს 16 დოლარად.
ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირი აშშ-ში ინვესტიციებს 600 მილიარდი დოლარით გაზრდის, მათ შორის ამერიკული სამხედრო აღჭურვილობით, და 750 მილიარდ დოლარს ენერგეტიკაზე დახარჯავს.
და რა მოიგო ამ შეთანხმებით ევროკავშირმა? როგორც ვხედავთ ფაქტობრივად არც არაფერი.
ევროკავშირისთვის ერთადერთი დადებითი ის არის, რომ ამჟამად მას აშშ-ის 15%-იანი ტარიფი ექნება, 30%-ის ნაცვლად, რომელიც ადრე იყო ტრამპის პირობა.
თუმცა, ეს არც ისე კარგია, როგორც დიდი ბრიტანეთის 10%-იანი განაკვეთი, ხოლო ევროკავშირის ფოლადისა და ალუმინის აშშ-ში გაყიდვისას კვლავ 50%-იანი ტარიფი დარჩება.
აღსანიშნავია, რომ მარინ ლე პენმა ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ დონალდ ტრამპთან დადებული სავაჭრო შეთანხმება პოლიტიკურ, ეკონომიკურ და მორალურ ფიასკოს შეადარა“, – წერს ცუცქირიძე.