შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ, მოადგილესთან შალვა თადუმაძესთან ერთად, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორთან და დეპარტამენტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გელა გელაძემ დეპარტამენტის დირექტორისგან დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებულ ვითარების, მათ შორის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით არსებული საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ავჭალაში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორის ინფრასტრუქტურა, ასევე, იზოლატორში დასაქმებულ პირთა სამუშაო სივრცეები დაათვალიერა.
შინაგან საქმეთა მინისტრი იზოლატორში დასაქმებულ პერსონალს გაესაუბრა და მათ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
კომენტარები