ესენი ყოველთვის ემზადებიან რადიკალური სცენარისთვის, მაგრამ რაც „ფანკლინის კლუბმა“ მოიმკა, იმას მოიმკიან, რა ბლაჟევიჩი?!, – ასე გამოეხმაურა გადაცემაში „იმედი LIVE“ იგორ ბლაჟევიჩის ტრენინგებს გიორგი გამსახურდია.
მისი თქმით, ოპოზიციას ამ შემთხვევაშიც არანაირი შანსი არ აქვს რევოლუციის.
„ესენი ყოველთვის ემზადებიან რადიკალური სცენარისთვის. ამათთვის კონსტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგი არ არსებობს. რა თქმა უნდა რადიკალიზაცია და რაღაც უბედურება უნდათ დაატრიალონ, მაგრამ რაც „ფანკლინის კლუბმა“ მოიმკა, იმას მოიმკიან ესენიც. როგორც დასრულდა ბაკურიანის არდადეგები, ისე დასრულდება ესეც, რა ბლაჟევიჩი?!“, – განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.
კომენტარები
