სოციალურ ქსელში მამა ნაუმის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.
“სწორად გაცემულ სიკეთეს , მხოლოდ სასწაული შეუძლია ; მამა ნაუმი ძალიან მკაცრ ბერულ ცხოვრებას ეწეოდა , ავადმყოფობას კი გადაწყვიტა მარტო მის ბერმონაზვნებთან ერთად მოერეოდა , მაგრამ ვერა , დაავადება დამძიმდა , მაგრამ ამ დროს ხომ მხოლოდ უფალი არის გადამწყვეტი და ამ შემთხვევაშიც ;
და აი საოცრებავ ! მამაოს ლოცვები და სიყვარული , რაც გასცა და გამოიყენა ადამიანების დასახმარებლად , უფალმა თქვენ სიკეთით და სიყვარულით უკან დაუბრუნა .
ორი წელი ვერ მივაღწიე მამაომდე , გასაგები მიზეზების გამო , ( თვალით ვერ ვნახე , ინფორმაცია მქონდა ცუდად არის ) კერძოდ ის ბერია და ბერულად მკურნალობდა, სანამ არ გართულდა დავადება . გადაწყვეტილება უფალმა მიიღო , ის დატოვა ჩვენთან , რათა ენახა მამაოს , მისი ღვაწლი და შრომა როგორ დაფასდა კეთილი ადამიანების მხრიდან ! ამით მინდა გითხრათ რომ მლოცველ ადამიანებს წმინდანებს , ბერებს , მონაზვნებს ჩვენი სიყვარული ჭირდება და მაშინ ყველა ძლიერი ვართ ! ასე ვიტყოდი სიყვარული სიყვარულის წილ და ცხოვრება მშვენიერია , დედამიწაზეც სამოთხეა თუ სიყვარული არის ! მამაოს ახლა სიცოცხლე ეტყობა სახეზე და ისევ მკურნალობით კარგ შედეგებს მიაღწევს მისი ჯამრთელობა , ეტში შეგხვდებათ , მოგეფერებათ , იტირებს , გეჩხუბებათ კიდეც , როგორც ყოველთვის ! ჯამრთელობას ვუსურვებ მამაოს და ყველა თქვენი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია , როგორც მამაოსთვის ისე თქვენთვის . უფალმა გაგაძლიეროთ !” – წერს ინგა ნატრიაშვილი.


