საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით წირვას და სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სიონის საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის პანაშვიდი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) გადაიხადა.
საეკლესიო მსახურების დასასრულს, მეუფე შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა.
პანაშვიდის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ილია II-ის საფლავი თაიგულით შეამკო.
