კრიტერიუმებში ჩვენ ვკითხულობთ, რომ უნდა იყოს ქართველი, უნდა იყოს ბერი, უნდა იყოს სინოდის წევრი, უნდა ჰქონდეს განათლება და ასაკზე არის მითითება, რომ 40 წელი უნდა ჰქონდეს შესრულებული და არაუმეტეს 70 წლის უნდა იყოს, – განუცხადა ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით.
ანდრია ჯაღმაიძის თქმით, სინოდის დღევანდელ სხდომაზე სამ საპატრიარქო კანდიდატს გამოარჩევენ.
„დღეს სინოდზე იქნება სამი საპატრიარქო კანდიდატის გამორჩევა. შემდგომი სინოდი, გაფართოებული სხდომა იქნება უკვე პატრიარქის გამოსავლენად. კრიტერიუმებში ჩვენ ვკითხულობთ, რომ უნდა იყოს ქართველი, უნდა იყოს ბერი, უნდა იყოს სინოდის წევრი, უნდა ჰქონდეს განათლება და ასაკზე არის მითითება, რომ 40 წელი უნდა ჰქონდეს შესრულებული და არაუმეტეს 70 წლის უნდა იყოს. უმეტესობა ეპარქიებიდან მივიღეთ უკვე ინფორმაცია დელეგატების შესახებ.
კონკრეტული მაგალითები, როგორც ვნახეთ არ მოგვისმენია და ძალიან კარგია ეს, რომ არ ჩანს არანაირი ჩარევა“, – აღნიშნა მან.
