ბიზნესმენი რაია ჯანხოთელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“პოლიტიკურ ამინდზე მიჯაჭვული ერი!
პოლიტიკურად სუნთქავს,
პოლიტიკურად უყვარს,
პოლიტიკურად სძულს,
პოლიტიკურად არსებობს,
პოლიტიკურად ცხოვრობს,
პოლიტიკურად “მუშაობს”,
პოლიტიკურად ეფერება!
პოლიტიკურად აგინებს!
პოლიტიკურად კუდს უქიცინებს, დღეს ერთს, ხვალ მეორეს-შეძვრება და გამოძვრება!
პირფერობს, რომ არ მოშივდეს-საკუთარი ნებისა და სურვილის წინააღმდეგ მიდის!
(და მაინც, სადაც ეცემა-იქ რჩება)..!
სულ ცოტა ადამიანური!
სულ ცოტა ნამდვილი!
ფარსია და სიყალბე ასეთად ნაცოდვილარი ცხოვრება!
გვეშველება რამე?!-რა ამოაშრობს ამოდენა ჭაობს!😞
————————————————————
პ.ს.
როგორც ერთი გენიოსი იტყოდა-„მე მხოლოდ ერთი რამის მჯერა – ესაა ადამიანის ნებისყოფის ძალა”!🙏
(…მე აქა ვარ-ყველაფერს ვხედავ, ყველაფერს ვამჩნევ, ყველაფერი მესმის)!”-წერს ჯანხოთელი.


