ირანმა ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს.
ირანმა დრონები გემების მიმართულებით მას შემდეგ გაუშვა, რაც 14 ივნისს აშშ-სა და ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმის შეთანხმების შესახებ გახდა ცნობილი.
ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი დრონებს უშვებს კომერციული გემების მიმართულებით, თუმცა ამერიკელი სამხედროები მათ ჩამოგდებას ახერხებენ, ვიდრე ისინი რეგიონში მყოფ კომერციულ ან აშშ-ის სამხედრო გემებსა და პერსონალს საფრთხეს შეუქმნიან.
როგორც მედია წერს, აშშ-ის სამხედრო ძალები აგრძელებენ კოორდინაციას საზღვაო კომპანიებთან, რათა მხარი დაუჭირონ გემებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში შედიან და გამოდიან.
კომენტარები
