პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში „სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსის“ დახურვის ცერემონია გაიმართა. სასწავლო პროგრამა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მსმენელებმა წარმატებით დაასრულეს.
კურსი სამი კვირის განმავლობაში პარალელურ რეჟიმში საჩხერესა და ჭიათურაში განთავსებულ სასწავლო უბნებზე მიმდინარეობდა. წვრთნების ფარგლებში მონაწილეებმა სამთო-ტექნიკურ მომზადებასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები განავითარეს და სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესები შეისწავლეს. მსმენელები მთიან რელიეფზე უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით გადაადგილების, კლდეზე დაშვების, ფიქსირებულ თოკზე ასვლის, კლდეზე ცოცვის და დაბრკოლებათა გადალახვის ხერხებს დაეუფლნენ.
ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში „სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსის“ დახურვის ცერემონია გაიმართა
17.06.2026 12:08:25
ნანახია: 3 ჯერ
