აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო მზადყოფნის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ აშშ-ს ლიდერი მიკრობლოგ Twitter-ზე წერს.
“სამხედრო გადაწყვეტილება მიღებულია და სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ვართ. იმედია, ჩრდილოეთ კორეა ირაციონალურად არ იმოქმედებს. ვიმედოვნებთ, კიმ ჩენ ინი სხვა გზას გამონახავს“, – წერს ტრამპი Twitter-ზე.
9 აგვისტოს, ღამით, ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ისინი კუნძულ გუამის მახლობლად, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზები მდებარეობს, სარაკეტო იერიშების განხორციელების საკითხს განიხილავენ.
აღნიშნულის საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ჩრდილოეთ კორეა შეერთებულ შტატებს საფრთხეს კვლავ შეუქმნის, „ვაშინგტონი ჩრდილოეთ კორეას ცეცხლითა და მრისხანებით უპასუხებს“.
კომენტარები