ბურკინა-ფასოს დედაქალაქ უაგადუგუში, შეიარაღებული თავდასხმისას, სულ მცირე 18 ადამიანი მოკლეს.
ტერორისტული თავდასხმა უცხოელ ტურისტებს შორის პოპულარულ თურქულ რესტორანზე განხორციელდა. მოკლულთა შორის არიან უცხოელები.
ორი შეიარაღებული პირი რესტორანთან მანქანებით მივიდა და გარეთ მსხდომ სტუმრებს ცეცხლი გაუხსნეს. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა და სამხედროებმა სროლისას თავდამსხმელები გაანეიტრალეს.
კომენტარები