თბილისის მერი დავით ნარმანია, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროს თამარ ბაგრატიასთან და დარგის სპეციალიტებთან ერთად, მდინარე ვერეს აუზში ადრეული გაფრთხილების სიტემის სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.
ვერეს აუზში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სააგენტოს სპეციალისტებმა წყლის დონის მზომი და ნალექმზომი მოწყობილობები დამონტაჟეს.
სადამკვირვებლო ქსელიდან მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნულ სააგენტოს ონლაინ რეჟიმში მიეწოდება, რაც მდ. ვერეს აუზში შესაძლო წყალმოვარდნების პროგნოზის ხარისხის გაზრდას უწყობს ხელს.
მოწყობილობები ერეს აუზში, სვანიძის ქუჩაზე, ბაგებში, სოფელი დრეში ,ორბეთში, ვანათსა და მანგლისშია დამონტაჟებული.
წყლის დონის მზომი და ნალექმზომი მოწყობილობები მერიის და პოლონეთის მთავრობის დაფინანსებით არის შეძენილი.