ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობაში თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაურიც მონაწილეობს.
მეჭიაური ლგბტ თემის მხარდასაჭერი აქციის ჩაშლას გამოეხმაურა.
მეჭიაურის თქმით, არ არის აუცილებელი სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებმა საკუთარი ორიენტაციის დემონსტრირება რუსთაველზე სეირნობით გამოხატოს.
„ვინმე უშლით რამეს? წავიდნენ. პირიქით ახლა კაცები აქეთ გამოვედით და იმათ თავისი საქმე აკეთონ უფრო მეტი დრო დარჩებათ თავისუფლად იქნებიან სადაც უნდათ, აუცილებელი ხომ არ არის რუსთაველზე იარონ და თავისი ორიენტაციის დემონსტრაცია მოახდინონ. იყვნენ წყნარად, მშვიდად“-ამბობს მეჭიაური.
კომენტარები