ვნახოთ, თუ გიგი წერეთელის აირჩევენ ასამბლეის პრეზიდეტნად, დაგმობს თუ არა იმ ნეგატიურ ქმედებებს, რაც ჩაუდენია „ნაციონალურ მოძრაობას”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა თედო ჯაფარიძემ განუცხადა.
“ბატონ გიგის რთული დღეები უდგას, თუ დააკვირდებით მის მოქმედებას და დინამიურ კომუნიკაციებს საპარლამენტო სესიის მსვლელობისას. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. რა წარმატებები და დედებითი შედეგები მოუტანა ეუთო-ს გიგი წერეთლის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტობამ, ამას შეაჯამებს ხვალინდელი კენჭისყრა, რომელიც არის ფარული. ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ არჩევნებზე“,-აღნიშნა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, არ იცის, ახალ თანამდებობაზე გიგი წერეთლს რა შუაძლია გააფუჭოს, გააკეთოს ან გააუმჯობესოს, ამას მომავალი აჩვენებს.
„გიგი წერეთელი ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი გახლავთ, ეს არც დაუმალავს. რა პოზიცია უკავია „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს ყველასთვიც ცნობილია. არ მგონია, რომ გიგი წერეთელს თავისი იდეოლოგიით განსხვავებული მიდგომები ჰქონდეს, ვიდრე თავის პარტიას. ვნახოთ, თუ გიგი წერეთელის აირჩევენ ასამბლეის პრეზიდეტნად, დაგმობს თუ არა იმ ნეგატიურ ქმედებებს, რაც ჩაუდენია „ნაციონალურ მოძრაობას”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.