რუსეთი მხარს უჭერს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურას. რუსის დუმის დეპუტატი ნიკოლაი კოვალიოვი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის პოსტზე ღირსეულ ადგილს დაიკავებს. გიგი წერეთელი თვლის, რომ ნებისმიერი დელეგაციის მხარდაჭერა არის კარგი გზავნილი.
რუსეთის მრიდან გამოცხადებულ ღია მხარდაჭერაზე კომენტარს არ აკეთებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და რუსეთის ინტერესები ყოველთვის თანხვედრაში იყო, რაც 2008 წლის აგვისტოს ომით და სტრატეგიული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემით დადასტურდა.
for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
– ეუთო–ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის კანდიდატურას მხარს უჭერსრუსეთი. ეს არის პარტია, რომელი 2012 წლიდან დღემდე მმართველს გუნდს ბრალს სდებს პრორუსული ინტერესებისგატარებაში. თუმცა, ამ 4 წლის განმავლობაში საქართველოს ინტერესების სასარგებლო ნაბიჯი არ გადაუდგამს რუსეთს, ახლავნახეთ მხრადჭერა, რომელიც გამოუცხადეს გიგი წერეთელს. როგორ ხსნით რუსეთის მხარდაჭერას?
რამაზ საყვერელიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ და რუსეთი რომ არც ისე მტრულად არიან ერთმანეთის მიმართ განწყობილი, როგორც ამას დეკლარირებენ, ეს ფაქტია. ამერიკელი პოლიტოლოგები აღნიშნავენ, რომ პუტინს თავისი აგენტი რომ ჰყოლოდა საქართველოს პრეზიდენტად, იმდენს ვერ გაუკეთებდა რუსეთს, რამდენიც სააკაშვილმა გაუკეთა. აქიდან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ რუსეთის დელეგაციასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ამ საკითხზე მოლაპარაკება გამართულიყო.
2008 წლის ომის შემდეგ, მთელი სტრატეგიული ობიექტები გადაეცა რუსეთს და თან ისე, რომ რუსეთიდან ჩამოყვანილმა ბენდუქიძემ, რომლის პოლიტიკური ორიენტაციის მიმართ ბევრი კითხვა ისმოდა, მოსპო სტრატეგიული ობიექტის კატეგორია და ამდენად, ყველა ამ ობიექტის გასხვისებაში პრიორიტეტი სწორედ რუსეთს მიანიჭა. ასეთი პოლიტიკური ორენტაციის მქონე პარტიას რუსეთის მხარდასაჭერად რაიმე მოლაპარაკება დასჭირდებოდა? რა თქმა უნდა – არა. მიუხედავად განცხადებებისა ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ორიენტაცია ყოველთვის რუსეთის მხარეს იყო.
გარდა ამისა, 2008 წლის ომი აწყობდა მხოლოდ რუსეთს და „ნაციონალურ მოძრაობას“. რუსეთს იმისთვის, რომ დასავლეთისთვის მუშტი ენახებინა, „ნაციონალურ მოძრაობას“ იმიტომ, რომ მერე კომპენსაციის სახით 5 მილიარდი დოლარი მიეღო. სად წავიდა ეს მილიარდები უცნობია. ეს მხოლოდ მცირე ფრაგმენტია ნაციონალებისა და სააკაშვილის ურთიერთობის.
– რუსეთის გადაწყვეტილება ერთგავრი დადასტურებაა იმისა, რომ პროდასავლურობა არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ექსკლუზივი? საქართველოს იღებს ევროპასთნ ასოცირების ხელშეკრულებას, ემზადება ვიზა ლიბერალიზაციის მისაღებად,მსოფლიო ლიდრებისგან ვიღებთ მნიშვნელოვან გზავნილებს, ამის პარალელურად გვაქვს გზავნილი რუსეთიდან, რომ მხარსუჭერენ „ნაციონალურ მოძრაობას“…
– ნამდვილად კარგი შედარება გააკეთეთ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ეს დასკვნა უნდა გააკეთოს საქართველოს მოსახლეობამ, მით უმეტეს, რომ წინ გვაქვს არჩევნები. დააკვირდით თითოეული პარტიის სიტყვების იქეთ რა რეალობა დგას, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხევაში. „ქართულ ოცნებას“ საყვედურობენ სიტყვის გატეხვას, ამ თვალსაზრისით შევხედოთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და საგარეო პოლიტიკურ კურსს, რასაც ამბობდნენ ისე იქცეოდნენ თუ არა. პოლიტიკოსების მიმართ ვიყოთ უფრო კრიტიკული და საქმის მიხედვით გავაკეთოთ დასკვა.
– „ნაციონალური მოძრაობის“ რუსეთთან კავშირი ჩანს „ვარდების რევოლუციის“ პროცესშიც. ჩამოვიდა იგორ ივანოვი, რომელმაცღია მხარდაჭერა გამოუცხადა მიხეილ სააკაშვილს, გვახსოვს მისი გამოსვლა რუსთაველზეც, მოგვიანებით იგივე ივანოვმასპეციალური რეისით წაიყვანა ასლან აბაშიძე, დღეს კი ასეთივე მხარადჭერას უცხადებს ნიკოლაი კოვალიოვი. როგორ ფიქრობთ,რუსეთის ინტერესბში შედის მართვის სადავეები ისევ ნაციონალური მოძრაობის ხელში გადავიდეს, თუნდაც იმიტომ, რომმიიღოს მაქსიმუმი, როგორც 2008 წელს?
– სპეცსამსახურებისთვის ცნობილია ნაციონალების იმდროინდელი კონტაქტები რუსეთის ხელისუფლებასთან, როდესაც რევოლუციის მოსახდენად ფულს სთხოვდნენ რუსეთს. ასევე ის, რომ იგორ გიორგაძის რაზმის წევრები იცავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს და ა.შ. ასე რომ, ნაციონალებისა და რუსეთის ურთიეთკავშირის თემა ძალიან დამაფიქრებელი და ამავე დროს ხანგრძლივი თემაა.
ფაქტი ერთია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რუსეთი ყოველმხრივ ცდილობს გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც საზოგადოებაში პროტესტს გააჩენს „ქართული ოცნების“ მიმართ. რუსეთი რომ მმართველს ძალას მხარს უჭერდეს, აუცილებლად შეარბილებდა პრობლემებს პირობით საზღვარზე და გააგრძელდებდა საქმიან მოლაპარაკებას.
– თუმცა მოლაპარაკების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს რუსეთის ხელისუფლება…
– განცხადება ერთია, მაგრამ ამისთვის შესაბამის ნაბიჯებს არ დგამს და სწორდ ამიტომ არ მიდის ქართული მხარე მოლაპარაკებაზე. ყოველმხრივ ცდილობს იმის ჩვენებას, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება რუსეთისთვის მიუღებელია. რუსეთს ისეთი კომფორტული პარტნიორი სჭირდება, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელმაც სტრატეგიული ობიექტები და ტერიტორები გადასცა, რომელმაც გარდა დეკლარირებისა არაფერი გააკეთა ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე. გამორიცხული არ არის, რომ ხელისუფლება, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ხმამაღლა გაყვიროდა, მაგრამ საქმით რუსეთისთვის ხელსაყრელ ნაბიჯებს დგამდა, უფრო მისაღები იყოს.
– ეს ფაქტები რა დასკვნის გაკეთების საშუალებას აძლებს საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურიორინეტაციასთან დაკავშირებით და არა კონკრეტულად წერეთელთან დაკავშირებით?
– როგორც წესი „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უჭირს ნათქვამის შეცვლა, როცა სჭირდებათ. ალბათ, აქაც ადვილად გადაალაგებს თავის რიტორიკას გიგის მხრდასაჭერად. სავარაუდოა, რომ ბევრი რამ შეიძლება გიგი წერეთელმა არც იცის, რა იგულისხმება ნაციონალებისა და რუსეთის ურთიერთობის ქვეშ. შეიძლება პიროვნულად სჯერა იმის, რასაც ამბობს, მაგრამ მისი პიროვნული გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს ოდესიდან, ან აქაური ლიდრებიდან მიღებული ინსტრუქციების შემდეგ. მეორე მხრივ ეუთო-ს საპარლამენტო პრეზიდენტობა არც ისე დიდი თანამდებობაა, რომ მისი არჩევით მსოფლიო პოლიტიკა შეიძრას, მაგრამ ამ მოვლენას განვიხილავ როგორც სიმპტომს და ვთვლი, რომ როგორც სიმპტომი ისე უნდა განიხილოს ქართულმა საზოგადოებამ, რომელსაც არჩევნები აქვს კარს მომდგარი.
წყარო: for.ge