ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
აკადემიის პირად შემადგენლობას, მომავალ ოფიცრებს და მოწვეულ სტუმრებს, აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა და თავდაცვის ძალების დღე მიულოცა:
,,მსურს მოგილოცოთ თავდაცვის ძალების დღე და მადლობა გადაგიხადოთ სამსახურისთვის. მადლობა მინდა გითხრათ იმ შრომისა და ძალისხმევისთვის, რასაც ჩვენ ყველანი ერთად ვეწევით ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისათვის, მისი გამთლიანებისათვის.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელობა მუდმივად არის ორიენტირებული სიახლეების დანერგვაზე ყველა მიმართულებით და თითოეული თქვენგანისთვის უკეთესი პირობების შექმნაზე.
მინდა მივესალმო ჩვენს დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობა მსხვერპლად გაიღეს სამშობლოს სამსახურში. ქედს ვიხრი დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის წინაშე და უდიდეს პატივისცემას გამოვხატავ მათი ოჯახების წინაშე.
გისურვებთ წარმატებებს ჩვენი ქვეყნის სამსახურში და კიდევ ერთხელ გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს!”.
რექტორმა აკადემიიდან საპატიოდ გააცილა და მადლობა გადაუხადა აკადემიის წინაშე გაწეული სამსახურისათვის პოლკოვნიკ დავით რაზმაძეს და ქალბატონ მარიამ ღამბაშიძეს და წარმატება უსურვა სამომავლო საქმიანობაში.
ღონისძიების ფარგლებში, ფასიანი საჩუქრებით, საპატიო სიგელებით და უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ აკადემიის სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები;
ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა (ფოტოები)
2024/05/02 20:02:32
კომენტარები
ნანახია: 56 ჯერ