“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ხატია დეკანოიძის ვაჟს თორნიკე კოპალეიშვილს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.
აღნიშნული ინფორმაცია “პრაიმტაიმს” მთავარ პროკურატურაში ოფიციალურად დაუდასტურეს. შოთაძის უწყებაში განმარტავენ, რომ ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.
“ვინაიდან ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, არის ნასამართლობის არმქონე, ასევე არის 18 წლის და მასზე ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება მასთნ საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ პირობით მსჯავრზე”, – განუცხადეს “პრაიმტამს” მთავარ პროკურატურაში.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის ვაჟი ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით 12 მარტს დააკავეს.
კომენტარები
