ჩინეთში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამასა და რუსეთის პირველი პირის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დაიწყო. „ბიბისი“-ს ინფორმაციით, მოლაპარაკების ძირითადი თემა უცნობია. ობამასა და პუტინის შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის დამხმარე იური უშაკოვიც ესწრებიან.
სამიტის ფარგლებში ლავროვი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერის უკვე შეხვდა.
თეთრი სახლისა და კრემლის ლიდერების შეხვედრის შესახებ ცნობილი გუშინ საღამოს გახდა. ამ დრომდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლიდერების მოლაპარაკების მთავარი თემა სირიაში საბრძოლო მოქმედებების კოორდინაცია იქნებოდა, თუმცა მხარეები აღნიშნულ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.
კომენტარები