ესპანეთის სასამართლომ პრინცესა კრისტინა გაამართლა, ხოლო მის მეუღლეს, ინიაკი ურდანგარინს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. კრისტინა ესპანეთის მეფის, ფილიპე VI-ს დაა.
კრისტინას მეუღლეს სასამართლომ ასევე 265 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პრინცესა კრისტინას 8-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. სასამართლო პროცესი პალმა დე მალიორკაში მიმდინარეობდა და ესპანეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი მას „სამეფო ოჯახის სირცხვილს“ უწოდებს.
გამოძიების ინფორმაციით, კრისტინას მეუღლე მეფის ოჯახის კავშირებს იყენებდა, რის შედეგადაც მისმა კომპანიამ სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე საკმაოდ მომგებიანი კონტრაქტები გააფორმა.
თაღლითობის საქმეში კიდევ 16 ადამიანი ფიგურირებს, ისინი ბრალდებას უარყოფენ.
კომენტარები