თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას სამი წლის ბიჭი ემსხვერპლა და 15 ადამიანი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN ადგილობრივ მედიასაშუალება Anadolu-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეჭვმიტანილი 18-დან 20 წლამდე ახალგაზრდაა. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია. გარდაცვლილი ბავშვი სასამართლოს მდივნის ვაჟია.
კომენტარები