საფრანგეთში შეიარაღებული მამაკაცი ცივი იარაღით ქუჩაში გამვლელ ქალს თავს დაესხა. ეჭვმიტანილი ავტომობილით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, ის გაჩერების შესახებ პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა.
დევნის ოპერაციის შემდეგ, ეჭვმიტანილმა ავტომობილი მიატოვა და გამვლელებს დანით დაესხა თავს. მას პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა და ადგილზე მოკლა.
დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კომენტარები