პროტესტს თუ აგრძელებენ, გააგრძელონ, მაგრამ ის რაოდენობა არ არის ხალხის, რომ გზა ხელოვნურად დაკეტონ, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომელიც ცოტა ხნის წინ პარლამენტთან მივიდა.
„პარლამენტის წინ შეუძლიათ დადგნენ და გააპროტესტონ. არაა საჭირო სირბილი, მშვიდ ვითარებაში, მშვიდობიანად გამოხატონ პროტესტი, ამის სათქმელად მივდივართ. ჩვენი მიზანია, აქციის მონაწილეებს გავაგებინოთ, რომ მათ არავინ მისდევს და არავინ ავიწროებს უბრალოდ ვუხსნით, რომ თავიანთი პროტესტი მშვიდად გამოხატონ. ჭიჭინაძეზეც და 9 აპრილის ქუჩაზეც აქციის გარკვეული მონაწილეების მხრიდან იყო არაერთი ძალადობრივი ქმედება“, – განაცხადა სირაძემ.
კომენტარები