ბელგიის პოლიციამ ბრიუსელის ტერატქებში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი დააკავა.
31 წლის მამაკაცი გუშინ, ბრიუსელის სკარბეკის რაიონში დააკავეს.
მამაკაცი ეჭვმიტანილია მკვლელობაში, მკვლელობის მცდელობასა და ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში.
სავარაუდოდ, ის ბრიუსელში 22 მარტს განხორციელებული თავდასხმების მეათე მონაწილეა.
22 მარტს, ბრიუსელში ზავენტამის აეროპორტსა და მეტროში მომხდარ აფეთქებებს 31 ადამიანი ემსხვერპლა.
კომენტარები