დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი „ლეიბორისტული პარტიიდან“ ჯო კოქსი, რომელიც დღეს ინგლისის ჩრდილოეთ ნაწილში, საკუთარ საარჩევნო ოლქში თავდასხმის დროს დაჭრეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
41 წლის ქალი ცეცხლსასროლი იარაღით დღეს დაჭრეს. ადგილობრივმა პოლიციამ 52 წლის მამაკაცი დააკავა.
თვითმხილველთა მონაყოლით, ჯო კოქსი მას შემდეგ დაჭრეს, რაც ის სოფელ ბესრტალში ორი მამაკაცის კამათში ჩაერთო. სასწრაფო დახმარება ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა გამოიძახა.
გაგვრცელებული ინფორმაციით, თავდასხმისას ასევე დაშავდა მამაკაცი.
ინციდენტის შემდეგ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის მომხრე მოძრაობამ Britain Stronger In-მა ყველა ღონისძიება გააუქმა. კანონმდებელზე თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოემხაურა პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი. მისი თქმით, მთავრობა ინციდენტის გამო შეშფოთებულია.