შუახევის ერთ-ერთ სოფელში დათვი და ორი ბელი სოფლის გზასთან ძალიან ახლოს შენიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ოქროპილაურის მცხოვრებლებმა ამის დანახვაზე ხმაური ატეხეს, რის გამოც დათვი ორ ბელთან ერთად ტყეში დაიმალა. მოქალაქეებმა ამის გადაღება მოასწრეს.
სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სოფლის ცენტრში მტაცებელი მოდის. ეს კი განსაკუთრებული შემთხვევა იყო, რადგან დათვს ორი ბელი ახლდა.
ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
კომენტარები