საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სხვადასხვა სექტორული რეკომენდაციები შეიმუშავა. კერძოდ, დამტკიცდა რეკომენდაციები ზღვის სანაპირო ზოლისთვის.
დოკუმენტით გაწერილია რეკომენდაციები შეზლონგის/ქოლგის, სკუტერის/ველოსიპედის გამქირავებლებისთვის, ასევე საშხაპეებისა და საპირფარეშოებისთვის.
ძირითადი რეკომენდაციები:
– პლაჟის ტერიტორიაზე განთავსებული ინფრასტრუქტურის განკუთვნილ სათავსებში თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
– მიზანშეწონილია, განისაზღვროს სანაპირო ზოლზე ფეხით მოსიარულეთა ბილიკები. ასევე განიხილეთ პლაჟების ზონებად დაყოფის შესაძლებლობა.
– უზრუნველყავით სანაპირო ზოლის დასუფთავება ნარჩენებისგან პერიოდულად, ერთჯერად პარკებში, საიდანაც დახურული სახით მოხვდება ნაგავსაყრელ ყუთებში. სანაპირო ზოლის დასუფთავებაში მონაწილე პირი აღჭურვეთ: ხელთათმანებით;სახის დამცავი ფარით/ნიღბით;
– პლაჟის ტერიტორიაზე არსებულმა ყველა ინფრასტრუქტურულმა ობიექტმა ოპერირებისას იხელმძღვანელოს „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID – 19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის 01-227/ო ბრძანებით განსაზღვრული შესაბამისი რეკომენდაციებით.
მოთხოვნები ვიზიტორთა მიმართ:
– დაიცავით ამ რეკომედაციით განსაზღვრული და ვირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებული წესები.
– დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში.
საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა, ვირუსი იმპორტირებული იყო და აზერბაიჯანის საზღვრით შემოსულ ირანის მოქალქეს აღმოაჩნდა. ქვეყანაში შიდაგავრცელება მარტის შუა რიცვხვებში დაიწყო, ხოლო ინფექციის პიკი მაისის მეორე დეკადამდე გაგრძელდა