„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძის წარმატებას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება მან Facebook-ზე გამოაქვეყნა.
„გილოცავთ! ლაშა ტალახაძემ 3 ოქროს მედალი მოიპოვა! ძალოსანმა თავისი მსოფლიო რეკორდი მოხსნა და მეხუთედ გახდა ევროპის ჩემპიონი“, – წერს კობახიძე.
ორი მსოფლიო რეკორდის ავტორი ლაშა ტალახაძე ევროპის ხუთგზის ჩემპიონია. ტალახაძემ ატაცში 222 კგ დაძლია და თავისივე რეკორდი (220) გააუმჯობესა.
კომენტარები