ევროპულმა სასამართლომ მარტო „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე „ნაციონალური მოძრაობა“ ორჯერ უმკაცრესად გაასამართლა და ეს არის კანონზომიერი, ვინაიდან ჩვენს გვახსოვს ამ ოპერაციის განსაკუთრებული სისასტიკე, როდესაც უდანაშაულო ადამიანები მათ მიზანმიმართულად ჩახოცეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
„ამ ადამიანებს კიდევ ეყოთ უტიფრობა და ისევ მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს, თითქოს მათ სამართლიანი სასამართლოს უფლება წაერთვათ, რაზეც ძალიან მკაცრი პასუხი გასცა ევროპულმა სასამართლომ“, – აღნიშნა დეპუტატმა.
კომენტარები